კონსორციუმის წევრები არიან:
დააჭირეთ ლოგოს პარტნიორის ვებსაიტზე გადასასვლელად.
პროექტის ხელმძღვანელი: ბოლონიის სამშენებლო პროფესიული სკოლა (I.I.P.L.E.), იტალია
დაარსებული 1947 წელს, სპეციალიზირებულია სამშენებლო პროფესიულ ტრენინგებში. სთავაზობს კურსებს სამშენებლო ტექნიკაზე, გაციფრულებაზე (BIM, VR, დრონები), ეკოლოგიურ მდგრადობაზე და უსაფრთხოებაზე. მიზანია სექტორის მოდერნიზაცია და თაობებს შორის განსხვავებულობის შემცირება.
დააჭირეთ ლოგოს პარტნიორის ვებსაიტზე გადასასვლელად.
პარტნიორი – ბოლონიის უნივერსიტეტი (UNIBO), იტალია დაარსებულია 1088 წელს, ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული და საერთაშორისო უნივერსიტეტი, 93,000 სტუდენტით და 260 პროგრამით. მონაწილეობს Erasmus+ და Horizon 2020 პროექტებში და აქცენტს აკეთებს საერთაშორისო მობილობაზე და მდგრადობაზე.
დააჭირეთ ლოგოს პარტნიორის ვებსაიტზე გადასასვლელად.
პარტნიორი – WSB უნივერსიტეტი, პოლონეთი
საერთაშორისო კერძო უნივერსიტეტი 27 წლიანი გამოცდილებით, სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო, დოქტორანტურას და ბიზნეს ტრენინგებს პოლონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. 15,000 სტუდენტი, მათ შორის 2,200 საერთაშორისო 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
დააჭირეთ ლოგოს პარტნიორის ვებსაიტზე გადასასვლელად.
პარტნიორი – სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების და სრულყოფილების ევროპული ცანტრი (ECECE), ავსტრია
არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია ინოვაციისა და საწარმოების ხელშეწყობისთვის განათლების, ბიზნესის მხარდაჭერის და კვლევების გზით. სპეციალიზდება პროექტების მართვაში, ინოვაციურ ტრენინგებში და სტარტაპების განვითარებაში.
დააჭირეთ ლოგოს პარტნიორის ვებსაიტზე გადასასვლელად.
პარტნიორი – კონსტრუქტ2, საქართველო
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, შექმნილია საჯარო-კერძო პარტნიორობით საქართველოს განათლების სამინისტროსა და BK Construction-ს შორის. 2019 წლიდან ახორციელებს მოკლე და გრძელვადიან პროგრამებს პრაქტიკული სწავლებით; ანაზღაურებადი სტაჟირებებით და დასაქმების უზრუნველყოფით.
დააჭირეთ ლოგოს პარტნიორის ვებსაიტზე გადასასვლელად.
პარტნიორი – სამშენებლო ცოდნის ცენტრი (IPCEC), მოლდოვა
მოლდოვის ყველაზე ძველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 92 წლიანი გამოცდილებით და 18,000-ზე მეტი კურსდამთავრებული. სთავაზობს აკრედიტებულ პროგრამებს და სერთიფიცირებას, აგრეთვე ეკოლოგიურ უნარების განვითარებასა და მწვანე ტრანსფორმაციას.
დააჭირეთ ლოგოს პარტნიორის ვებსაიტზე გადასასვლელად.
პარტნიორი – სსიპ კოლეჯი სპექტრი, საქართველო
ერთ-ერთი უძველესი პროფესიული საგანმანათლებლო დაწერებულება საქართველოში, სპეციალიზირებულია სამშენებლო, ენერგეტიკისა და ხელოვნების მიმართულებით. უზრუნველყოფს კვალიფიციურ კადრების მომზადებას საჯარო და კერძო სექტორებისთვის.
დააჭირეთ ლოგოს პარტნიორის ვებსაიტზე გადასასვლელად.
პარტნიორი – ლვოვის პროგრამული კოლეჯი სამშენებლო, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით, უკრაინა.
1940 წლიდან სპეციალისტების მოსამზადებელი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. თანამშრომლობს ლვოვის პოლტექნიკურ უნივერსიტეტთან და სამშენებლო კომპანიებთან, აქცენტირებს პრაქტიკულ მომზადებაზე.
პასუხისმგებლობის უარყოფა:
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) პოზიციას. ევროკავშირი და EACEA არ არიან პასუხისმგებელი შინაარსზე.