This site uses only technical cookies from Google for its operation. By continuing to browse, you consent to their use.
2025 წლის 27 ოქტომბერს REBUILD-ის კონსორციუმმა გამართა მე-5 საკოორდინაციო შეხვედრა. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პროექტის ყველა პარტნიორმა, რომლებმაც შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა და დაგეგმეს მომავალი შედეგები და აქტივობები.
შეხვედრის ფარგლებში:
IIPLE-მა, როგორც პროექტის კოორდინატორმა, გახსნა შეხვედრა და წარადგინა პროექტის მართვასა და ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული განახლებები.
ECECE-მ (PP4) წარმოადგინა WP3 – შინაარსის შემუშავება, დიგიტალიზაცია და პლატფორმის განვითარება სამუშაო პაკეტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, მიმდინარე შედეგები (deliverables) და მომდევნო ნაბიჯები.
WSB უნივერსიტეტმა (PP3) შეაჯამა კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების მიმდინარე აქტივობები, მათ შორის ვებგვერდის განახლებები, სოციალური მედიის პუბლიკაციები და საინფორმაციო ბიულეტენი (newsletter).
კონსორციუმმა ასევე განიხილა შუალედური ანგარიშის (Interim Report) მომზადებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ვადები, მათ შორის შიდა დოკუმენტაციის ატვირთვისა და პლატფორმაზე ანგარიშგების მოთხოვნები.
შეხვედრა დასრულდა პარტნიორების საერთო შეთანხმებით, რომ დროულად დასრულდეს დაგეგმილი ამოცანები და უზრუნველყოფილი იყოს სტაბილური პროგრესი პროექტის ყველა სამუშაო პაკეტის ფარგლებში.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა: დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის ან განათლებისა და კულტურის ევროპული აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ოფიციალურ პოზიციას. არც ევროკავშირი და არც EACEA არ აგებენ პასუხისმგებლობას მათ შინაარსზე.